ტყის მნიშვნელობა
ტყის ეფექტიანობაზე არაერთი ფაქტი მეტყველებს. ტყე ქმნის განსაკუთრებულ მიკროკლიმატს – ზაფხულში და ზამთარში არეგულირებს ჰაერის ტემპერატურას, ამცირებს ქარის სიჩქარეს, იცავს ნიადაგს ერიზიისაგან, ამცირებს აორთქლებას სხვ. ტყე, განსაკუთრებით წიწოვანი, გამოყოფს ფოტოცინდებს – ნივთიერებებს რომლებიც წმენდს ჰაერს მავნე მიკრობებისაგან და აჯანსაღებს ჰაერს. ტყეებს დედამიწის ფილტვებს უწოდებენ. მაგალითად 1 ჰა ტყე წელიწადში შთანთქავს 5–10 ტონა ნახშიროჟანგს და გამოყოფს 10–20 ტ ჟანგბადს.
დედამიწის ფილტვებს ვანადგურებთ! დაფიქრებულხართ ამან რამხელა ზიანი შეიძლება მოგვიტანოს?
-
საქართველოს ტყეები მოიცავს ქვეყნის ერთ მეოთხედ ფართობს,ანუ 2,75 მილიონ ფექტარს.ჩვენი ქვეყნის ტყეები ეროვნულ ფასეულობას წარმოადგენს,რომელიც საშუალებას აძლევს მოსახლეობას თუ ქვეყნის სტუმრებს დაისვენონ ბუნების წიაღში და განახორციელონ გამაჯანსაღებელი ინიციატივები.მიუხედავად ამისა,ტყეების მნიშვნელობა მხოლოდ ამით არ შემოიფარგლება.საქართველოს ტყეების ნაწილი თავისი პირვანდელი სახით არის შენარჩუნებული და მრავალი იშვიათი მცენარითა და ბინადარი ცხოველებით გამოირჩევა.ამასთანავე წარმოადგენს დროებით შესვენების ადგილს,ფრინველების მიგრაციისას.მსოფლიოს მსგავსი დიაპაზონის ტყეებთან თუ გავავლებთ პარალელს საქართველოს ტყეები ფართო ბიოლოგიური მრავალფეროვნებით გამოირჩევა.უფრო მეტიც,ტყეები უზრუნველყოფს ეკოლოგიურ დაცვას,კერძოდ ამცირებს მეწყერის და წყალდიდობების საშიშროებებს
No comments:
Post a Comment